ახალი ამბები

ხაშურში სეტიფიცირებას 15 საჯარო სკოლის დირექტორი არ საჭიროებს

ხაშურის 15 საჯარო სკოლის დირექტორი სერტიფიცირებას არ საჭიროებს, – ამბობს ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი.

“ხაშურში მოქმედი 32 საჯარო სკოლის ყველა დირექტორი ამ ეტაპზე არის მოვალეობის შემსრულებელი. 15 საჯარო სკოლის დირექტორი არ საჭიროებს სერტიფიცირებას და დირექტორობის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ, დარჩენილი 17 კი ექვემდებარება სერტიფიცირებას”, – გვითხრა ზვიად გოგუაძემ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 22 იანვარს გამოცდის ჩასაბარებლად საქართველოს მასშტაბით 3 205 დირექტორობის მსურველი დარეგისტრირდა, გამოცდაზე კი 1 839 აპლიკნტი გამოცხადდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი