გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა.
“შენნაირ ქუჩის ქალს საკრებულოში რა უნდა”, – ამ სიტყვებით მიმართა დავით რაზმაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, ირმა ამბარდნიშვილს.
სექსისტური მიმართვის შემდეგ, ამბარდნიშვილმა საკრებულოს დარბაზი დატოვა და რადიო “მოზაიკასთან” განაცხადა:
“აღარ დავესწრები საკრებულოს სხდომებს და დღევანდელ ამ შეურაცხყოფაზე მივმართავ პროკურატურას”.
საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება გუბერნიის ბალანსზე არსებული ავტომობილებისთვის საწვავის ხარჯის ლიმიტის გაზრდაზე მსჯელობას მოჰყვა. ირმა ამბარდნიშვილი ლიმიტის გაზრდის წინააღმდეგი იყო. მის პოზიციას კი მმართველი პარტიის დეპუტატები არ იზიარებდნენ.
დატოვეთ კომენტარი