ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, 23 იანვარს ხაშურის რამდენიმე სოფელში და ქალაქ ხაშურის ზოგიერთ უბანში ელექტრო ენერგია გაითიშება. უწყებამ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მერიის ცნობით, დენის მიწოდება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
“ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გამოირთვება ფიდერი”წყალსადენი” და დენის მიწოდება დროებით შეუწყდება: სოფელ ცხრამუხას, სოფელ თაგვეთს, სოფელ რბონას, სოფელ კოდიწყაროს, სოფელ ქაშვეთს. ასევე ხაშურში ტოლსტოის, პუშკინის, სულიაშვილის, კლდიაშვილის ქუჩებს და ვეფხვაძეების უბანს. მოსახლეობას ბოდიშს ვუხდით შეფერხებისთვის და ვთხოვთ, აღნიშნულის გათვალისწინებით, დაიცვან უსაფრთხოების წესები ელექტროხელსაწყოებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.