გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ სარეკლამო მომსახურებისთვის ხელშეკრულება გაუფორმა შპს – ს “კვირა +”, რომელსაც 3540 ლარს გადაუხდის. მომსახურების ერთი თვის ღირებულება 295 ლარია.
ვებგვერდზე კეთილმოწყობის სააგენტოს შესახებ 2020 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა ინფორმაციებია გამოქვეყნებული, რაც სააგენტოს მიერ შესრულებულ სამუშაოებს ეხება. თითო მასალას მაქსიმუმ 50 – 100 ნახვა აქვს. თავად ვებგვერდს კი საერთო რეიტინგის მიხედვით, თვეში 67 000 -მდე მნახველი ჰყავს.
საერთო ჯამში, შპს-ს “კვირა+” 2020 წლიდან დღემდე, კეთილმოწყობის სააგენტომ 17 405 ლარი გადაუხადა.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, აღნიშნული სააგენტოს ვებგვერდზე სარეკლამო ხასიათის მასალები (ტექსტი, ვიდეო) უნდა განთავსდეს 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.