ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში გზების მოწერიგებას 4 000 000  ლარზე მეტი მოხმარდება 

ქარელის საკრებულოს რიგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი განკარგულებას, 9 სოფელში გზების მოსაწესრიგებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. 

როგორც ქარელის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნელი ლომიტაშვილმა განმარტა, ბიუჯეტიდან აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 4 817 390 ლარი დაიხარჯება.

“მოზაიკა” გთავაზობთ განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალს: 

  • სოფელ ქვენატკოცაში გზების მოასფალტება
  • საციხური აბანო კოდის გზის რეაბილიტაცია
  • აგარაში გზის მოასფალტება
  • სოფელ ძლევიჯვარში გზის მოასფალტება
  • სოფელ რუისში გზის მოასფალტება
  • სოფელ ქობესაანთუბანში გზის მოასფალტება 
  • სოფელ ბებნისის ტბის გვერდით გზის მოასფალტება
  • ქვემო ხვედურეთში შიდა გზის მოასფალტება
  • სოფელ დირბში შიდა გზის მოასფალტების სამუშაოები
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი