ახალი ამბები

“ჩემი ქართულის მასწავლებელი” – წინგის პრეზენტაცია ხაშურში 

ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში წიგნის  “ჩემი ქართულის მასწავლებელი” პრეზენტაცია გაიმართა. 

კრებული ავტორმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის მოადგილემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, მურად მთვარელიძემ წარადგინა.

“კრებულში შეტანილია ნარკვევები ხაშურის რაიონის სკოლებში მოღვაწე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების შესახებ”, – ნათქვამია ხაშურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პრეზენტაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარ,ე ნინო ლიპარტელიანი, კრებულში შეტანილი სტატიების ავტორები, პერსონაჟები, ფილოლოგები და საზოაგადოების სხვა წარმომადგნელები ესწრებოდნენ. 

დატოვეთ კომენტარი