ხაშურელი მოსწავლის ნამუშევარმა გენერალური პროკურატურის კონკურსში სპეციალური პრიზი მოიპოვა, – ინფორმაციას ხაშურის მე-5 სკოლა ავრცელებს.
13 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, გაიმართა არტ- ნამუშევრების კონკურსი “არა ფემიციდის”, სადაც მონაწილეობა მიიღეს ხაშურის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანი ლაცაბიძემ, ანა კაპანაძემ და ანი ბარბაქაძემ.
“ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული ნამუშევრები, სპეციალური პრიზი გადაეცა ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის ანი ბარბაქაძის ნამუშევარს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დატოვეთ კომენტარი