ახალი ამბები

“რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, დისკრედიტაციის მცდელობაა” – ნინო გოგორიშვილი 

სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი, ნინო გოგორიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ნინო გოგორიშვილი “მაგნიტსკის სიიშია”, რადგან მან მიხეილ სააკაშვილს ჰოსპიტალში მკურნალობის დროს, სამედიცინო დოკუმენტაცია დამალა. 

“საფუძველს მოკლებულია ეს ბრალდებები. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა იმ პერიოდში მიმდინარეობდა სახლემწოფო კონსილიუმთან შეთანხმებით. ასევე, ყველა ინფორმაცია მის მკურნალობასთან დაკავშირებით, ცნობილი იყო და გადაცემული იყო ცენტრ “ემპათიას”, როგორც თავმჯდომარეს, ასევე, წევრებისთვის. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, მისი გაწერა, წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. გარდა ამისა, რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანა, ვთქვლი, რომ არის საქართველოს ექიმების დისკრედიტაციის მცდელობა. ფორმა 100-ც არსებობს, და სხვა სამედიცინო დოკუმენტაციც, რომელიც დევს საქმეში”,– ამბობს ნინო გოგორიშვილი. 

“მაგნიტსკის სიის” ქართულ ანალოგში სამხედრო ჰოსპიტლის ექიმიც შეიყვანეს 

დატოვეთ კომენტარი