საქაართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ “მაგნიტსკის სიის” ქართულ ანალოგზე მუშაობა გრძელდება.
მისი თქმით, 15-კაციანი სია შედგენილია, თუმცა არაა გამორიცხული ის კიდევ შეიცვალოს. სიის არსებულ ვარიანტში შედის ნინო გოგორიშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი იყო.
“სააკაშვილის პოზიცია, გუშინ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რაც ვისაუბრეთ, იყო ის რომ პოლიტიკოსები არ უნდა მოხვდნენ, იმიტომ კი არა, რომ პოლიტიკოსი ხელშეუხებელია ან ასე შემდეგ, არამედ უფრო მეტი ეფექტისთვის. ამერიკელების და უცხოელების ჯგუფის, ვინც მუშაობს, პოზიცაა, რომ პოლიტიკოსები შესაძლებელია იყვნენ ამ სიაში, მუშაობა მიდის. ნინო გოგორიშვილი, ფორმა ასის გარეშე გამოწერა და დამალა გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაცია ამ ქალბატონმა, როგორც ჩანს, ჩვენთან არსებული მტკიცებულებებით”, – თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.