ახალი ამბები

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიხეილ სააკაშვილის დედის განცხადებას ეხმაურება

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას ეხმაურება:

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის და მისი დედის, ქალბატონ გიული ალასანიას მიერ ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც დამაკნინებლად იქნა მოხსენიებული გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული მიმართულება, საზოგადოებას ვაცნობებთ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა პოზიციას:

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს მინიჭებული აქვთ უპირობო აკრედიტაცია, რომლის განხორციელებაში ჩართულია დიდი და მდიდარი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პერსონალი. ორივე საგანმანათლებლო პროგრამა გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, რომლებიც დასაქმებულნი არიან როგორც საჯარო დაწესებულებებში, ისე კერძო ორგანიზაციებში. ამასთანავე, პროგრამების განხორციელებისას გათვალისწინებულია მოწინავე ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილება.

აქედან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძალზე შეურაცხმყოფელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის და მისი დედის, ქალბატონ გიული ალასანიას მიერ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაკნინებლად მოხსენიება და მოვუწოდებთ განცხადებების ავტორებს თავი შეიკავონ უნივერსიტეტის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებისგან.”

ინფორმაციისთვის, გიული ალასანიამ პროკურორის კომპეტენციაში ეჭვის შეტანის ერთ-ერთ მიზეზად მისი განათლება დაასახელა. 

“პროკურორის როლში იქ იჯდა ადამიანი, რომელიც თურმე შაჰინ ემანუელ ლახანის დიაგნოზს არ ეთანხმება და ადამიანს აქვს დამთავრებული, არ მინდა ისევ დავაკნინო, გორში იურიდიული ფაკულტეტი’, – განაცხადა ალასანიამ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.