გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი ამბების მომსახურება შეისყიდა და ხელშეკრულება გაუფორმა შპს-ს “ახალი ამბები”, რომელიც “პალიტრა-ჰოლდინგის” ერთ-ერთი კომპანიაა.
ხელშეკრულება ერთწლიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ახალი ამბების სააგენტო, გორის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ გაავრცელებს ინფორმაციას, რისთვისაც გორის მერიამ 4899 ლარი გადაუხადა.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით, ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 31 იანვარია.
დატოვეთ კომენტარი