ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, კიდევ ერთი დაშავებული ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში, გულმკერდის დაჟეჟილობებით გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს უტარდება დამატებითი კვლევა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.