ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტში სოციალურ პროგრამაზე 1 095.35 ლარი გაითვალისწინა, საიდანაც ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის უზრუნველყოფისთვის 41 000 ლარი განსაზღვრა.
რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, ხაშურის მერიამ სოციალური მიმართულებით პრიორიტეტები ასე გადაანაწილა:
- ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ომის ვეტერანთა ერთჯერადი დახმარებები ომში დაღუპულ და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ხარჯები – 21 000 ლარი;
- საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებები – 31.500 ლარი;
- სარიტუალო მომსახურება – 3000 ლარი;
- უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი უზრუნველყოფა – 170 000 ლარი;
- მთიანი სოფლის საჯარო სკოლებს პედაგოგების უფასო მგზავრობის უზრუნველყოფა – 24 000 ლარი;
- მოქალაქეთა სოცილური დაცვა – 801.81 ლარი.
ხაშურის მერიას 2023 წლის ბიუჯეტში თანხა არ აქვს გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის დასახლებებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაცო ღონისძიებებისთვის, თუმცა განსაზღვრული აქვს თანხა სარეზერვო ფონდში 30 000 ლარის ოდენობით.
ინფორმაციითვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2023 წელს 26 455.50 ლარით განისაზღვრა.
დატოვეთ კომენტარი