ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტის მთიან სოფლებში მცხოვრები პედაგოგები უფასოდ იმგზავრებენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტში მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პედაგოგების უფასოდ მგზავრობისთვის 24 000 ლარი გაითვალისწინა.

აღნიშნული თანხა სოციალური პროგრამის ფარგლებშია გაწერილი.

ამ მიმართულებით უწყებას იგივე რაოდენობის თანხა 2022 წლის ბიუჯეტშიც ჰქონდა გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ მთიან სოფლებში მცხოვრები პედაგოგების უფასოდ მგზავრობის უზრუნველყოფისთვის თანხა შიდა ქართლში, მხოლოდ ხაშურის მერიას აქვს განსაზღვრული.

ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2023 წელს 26 000 000 ლარით განისაზღვრა.

დატოვეთ კომენტარი