ახალი ამბები

ხაშურის მერია საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრებს ურიგებს 

ხაშურის მერია საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრებს ურიგებს.

ხაშურის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამჯერად საჩუქრები ოსიაური საბავშვო ბაღში მიიტანეს. 

“ოსიაურის საბავშო ბაღის აღსაზრდელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და საკრებულოს თავჯდომარის პირველ მოადგილემ ლევან გამრეკელმა საახალწლო საჩუქრები მიუტანეს და პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს”, – გვითხრეს ბაღების გაერთიანებაში. 

გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, საახალწლო საჩუქრები ხაშურის მუნიციპალიტეტის 18-ვე საბავშვო ბაღისთვის არის გათვლილი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი