ახალი ამბები

კასპის მერია აღაიანის სპორტული დარბაზისთვის ინვენტარს შეიძენს 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ აღაიანის სპორტული დარბაზის ინვენტარის შესასყიდად  და მონტაჟისთვის ტენდერი გამოაცხადა. 

უწყებამ სპორტული ინვენტარის შესაძენად 22 382 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კასპის მერია გეგმავს შეიძინოს, შტანგის საწოლი, კომპლექსური ტრენაჟორი, შტანგის ღერძი ოლიმპიური, ველოტრენაჟორი, კრივის ტომარა და სხვა. 

შერჩეულმა კომპანიამ ინვენტარის მიწოდება და მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30  კალენდარული დღის ვადაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.