სტატიები

“ოცნების” შემომწირველმა კომპანიამ ქარელის მერიისგან ერთ წელში 500 000 ლარი მიიღო

შპს “ახალი სამშენებლო” ქარელის მერიის ტენდერებში ხშირად მონაწილეობს და იმარჯვებს. გარდა ელექტრონული ტენდერებისა, აღნიშნული კომპანიასთან ქარელის მერიას ერთ წელში 12 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 

აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვები სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად 2022 წლის განმავლობაში შპს -ს  “ახალი სამშენებლო” გამარტივებული შესყიდვის გზით ქარელის მერიისგან 232 740 ლარი აქვს მიღებული, ხოლო ელექტრონული ტენდერებიდან, რომელშიც 9 -ჯერ გაიმარჯვა, 299 392 ლარი. 

საერთო ჯამში, აღნიშნულმა კომპანიამ ერთ წელში ქარელის მერიისგან 532 132 ლარი მიიღო. 

ინფორმაციისთვის, შპს – ს  “ახალი სამშენებლო” დირექტორი, მამუკა მასურაშვილი მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” შემომწირველია. მას 2021 წელს პარტიისთვის 5000 ლარი აქვს შეწირული. აღნიშნულის შესახებ “მოზაიკამ” მასალა სამი თვის წინ მოამზადა. 

100 000 ლარზე მეტი “ოცნების” შემომწირველ კომპანიას – ქარელის მერიის შესყიდვები

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.