ახალი ამბები

ქარელის მერი საახალწლოდ თანამშრომლებს წაახალისებს 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერი საახალწლოდ მერიის თანამშრომლების წახალისებას გეგმავს.

როგორც ზაზა გულიაშვილი ამბობს, წაახალიწებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ბეჯითად მუშაობდნენ.

“რაც შეეხება, რა თანხით განისაზღვრება მათი წახალისება, ეს ჯერ არ გადგვიწყვეტია. ბიუჯეტიდან გამომდინარე, რისი საშუალებაც იქნება ისე მოხდება. შეიძლება ეს იყოს ხელფასის 60% ან 70%.  ბიუჯეტს, როცა დავიანგარიშებთ ზუსტად მაშინ გეტყვით”, – გვითხრა ზაზა გულიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი