აგარის ბიბლიოთეკის შენობა აუქციონის წესით, წლების წინ ქარელის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა “ინაშვილი-თარხან მოურავის” პარტიიდან, ზურა ქველაძემ შეიძინა, თუმცა ეს შენობა დღემდე მიტოვებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქარელის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს დეპუტატმა ისაუბრა. მურთაზ ცისკაძე ამბობს, რომ შენობაში ანტისანიტარიაა.
“მიტოვებული და განადგურებულია, არის ანტისანიტარია. წლებია ეს ვითარებაა, ამიტომ საჭიროა როდესაც, სახელმწიფო ქონებას ვასხვისებთ პირობა ჩავდოთ და მყიდველს მისი მოვლა-პატრონობა დავავალოთ”, – ამბობს მურთაზ ცისკაძე.
ცისკაძის განცხადებას უპასუხა საბიუჯეტო – საფინანსო კომიისიის თავჯდომარემ.
“ვერ მოხდება მსგავსი პირობის ჩადება. მყიდვლს მსგავს რამეს ვერ მოვთხივთ, ჩვენ როგორ მივუთითოთ, რომ მისი საკუთრება დაასუფთაოს”, – განაცხადა კობა ნახუცრიშვილმა.