ახალი ამბები

გორის მერიაში საუკეთესო თანამშრომლების გამოსავლენად არჩევნები ჩატარდა

გორის მუნიციპალიტეტის მერია 12 საუკეთესო თანამშრომელს დააჯილდოებს. “მოზაიკას” ინფორმაციით, უწყებამ საუკეთესო თანამშრომელბის გამოსავლენად მერიის სამსახურებში არჩევნები ჩაატარა.

“თანამშრომლებმა თავად აირჩიეს, ვინც მიაჩნდათ საუკეთესოდ”, – უთხრეს “მოზაიკას”.

გორის მერიამ ჯილდოების დასამზადებლად ხელშეკრულება გაუფორმა შპს-ს “დაზგა”, რომელსაც 1320 ლარ გადაუხდის. 

დატოვეთ კომენტარი