ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას არ დასწრებიან ენმ-ს წარმომადგენლები.
ენმ-ს ერთ-ერთი წევრი, ხაშურის საკრებულოში ეკა პაპუაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ სხდომაზე ოპოზიციის დასწრებას აზრი არ ჰქონდა.
“ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ოპოზიციის არც ერთი მოთხოვნა, ბიუჯეტი არის მორგებული “ქართულ ოცნებაზე” და მის მხარდამჭერებზე. ამიტომ არ ჩავთვალე საჭირო სხდომას დავსწრებოდი”, – განაცხადა ეკა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ხაშურის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენელმაც.
“ვერ ვხედავ აზრს სხდომზე ყოფნის” – ირინა გელაშვილმა ხაშურის საკრებულოს სხდომა დატოვა
დატოვეთ კომენტარი