ახალი ამბები

გიორგი ხოჯევანიშვილი კატარში პარლამენტარებს შეხვდა 

გორის – კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხოჯევანიშვილი კატარში პარლამეტარებს შეხვდა. 

ხოჯევანიშვილმა კატარელ კოლეგებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. 

“მე, როგორც საქართველოსა და კატარის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, შეხვედრა მქონდა ქალაქ დოჰაში ჩემს კოლეგა ჰამად ალ-მულასა და მეჯლის-აშ-შურას სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველო-კატარის ურთიერთობები და კავშირები, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის უფრო გაღრმავებაზე”,- წერს ხოჯევანიშვილი. 

ინფორმაციისთვის, გიორგი ხოჯევანიშვილი მიმდინარე წლის თებერვალში კატარის ელჩსაც შეხვდა. 

დატოვეთ კომენტარი