ახალი ამბები

20 წლის ილია მაზმიშვილს თირკმლის გადანერგვის ოპერაციისთვის დახმარება სჭირდება 

20 წლის ილია მაზმიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ცერემბრალური დამბლა და თირკმლის ქრონიკული დაავადების მე-4  სტადია აქვს. როგორც ახლობლები ამბობენ, ის ახლა ჰემოდიალიზზე იმყოფება და სასწრაფოდ თირკმლის გადანერგვა ესაჭიროება. ილია ეტლით გადაადგილდება

“ოპერაცია დაგეგმილია საქართველოში, ინგოროყვას კლინიკაში, დეკემბრის თვეში. ოპერაცას ჩაატარებს გერმანიიდან მოწვეული ექიმი. ოპერაციამდე კვლევები (დონორის და პაცენტის) ჯდება 15 000 ლარი  და რა თქმა უნდა, არ ფინანსდება. ოჯახს, სამწუხაროდ, აღარ გააჩნია სახსრები კვლევების გასაგრძელებლად. გთხოვთ დავეხმაროთ თითოეული თქვენგანის მიერ გაღებული 1 ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია ილიკოს სიცოცხლის გადასარჩენად”, – ამბობენ ილიას ახლობლები. 

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ საბანკო ანგარიშზე: 

  • GE83BG0000000533417351 / საქართველოს ბანკი; 
  • GE64TB7684945068100023 / თიბის ბანკი;
  • მიმღები:  ემზარ მაზმიშვილი; პირადი ნომერი: 59001066183.
დატოვეთ კომენტარი