ხაშურის მერია 24 200 ლარის დახარჯვას საფოსტო მომსახურებაზე გეგმავს. უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, საიდანაც ვიგებთ, რომ მერია ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურების შეძენას აპირებს.
“ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურება გულისხმობს, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ შემსყიდველის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე გზავნილების მიტანას”, – ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.
დატოვეთ კომენტარი