ახალი ამბები

სამართალდამცველები არ ამბობენ, რას ეძებენ გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში

გორში, შინდისის გზატკეცილზე სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. 

ადგილზე მედიის გამოჩენის შემდეგ, მათ ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. 

‘მოზაიკას” ინფორმაციით, ისინი საგამოძიებო მოქმედებებს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ატარებენ, თუმცა კონკრეტულად რას ეძებენ ბინაში, ამაზე ადგილზე მყოფი პოლიციელები მედიასთან არ საუბრობენ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საცხოვრებელ სახლში იმყოფებიან არასრულწლოვნები.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები