15 დეკემბერს, 19:00 საათზე გორში, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე, ანსამბლი “ნართები” კონცერტს გამართავს, – ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ანსამბლი „ნართები“ ნოემბრის ბოლოს იმყოფებოდა ესტონეთში, სადაც მოცეკვავეებმა წარმატებულად ჩაატარეს ოსური და ქართული ცეკვების მასტერკლასი და ფესლივალ „ოქროს საწმისში“ მიიღეს მონაწილეობა. ამჯერად ანსამბლი „ნართები“ ქართველ მაყურებელს გორში ელოდება”, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაშია.
დატოვეთ კომენტარი