გორში, კვერნაკის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი სრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობას წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში ექნებათ.
პროექტის ფარგლებში, 800 მეტრამდე მაგისტრალური მილი მოეწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარის რეაბილიტაცია და მოსახლეობის გამრიცხველიანება.
როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას აღნიშნა, არსებული მილები მოძველებულია და მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით, გრაფიკით მიეწოდება.
“კვერნაკის დასახლება ქალაქის ერთადერთი უბანია, სადაც სასმელი წყალი მოსახლეობას დღემდე გრაფიკით მიეწოდება. დაახლოებით ერთი თვის ვადაში კი, სამუშაოები დასრულდება და ადგილობრივები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.” – აღნიშნა მხარის რწმუნებლმა.
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.