ახალი ამბები

გუბერნატორი: მმართველი გუნდის ალტერნატიულ ძალას ქვეყანაში ვერ ვხედავ

შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე დარწმუნებულია, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გორის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ისევ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები იქნებიან.

ვალერიან მჭედლიძე ფიქრობს, რომ ამ დროისთვის, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამომრჩეველი მმართველ გუნდზე მეტად ენდობა.

“არც განვიხილავ ამ ეტაპზე, რომ ახალი მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე სხვა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. არც კი გვიფიქრია ამ საკითხზე. მე პირადად ამ ეტაპზე მმართველი გუნდის ალტერნატიულ ძალას ვერ ვხედავ ვერც რეგიონში და ვერც ქვეყანაში”, – აღნიშნა ვალიერიან მჭედლიძემ.

დატოვეთ კომენტარი