სურამში მცხოვრები, ხელოვანი თამილა დევდარიანი უკრაინისთვის გენერატორების შესაძენად საკუთარ ნამუშევრებს ყიდის. მან აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ვუერთდები საქველმოქმედო კომპანიას “Поділися світлом/ გაუზიარე სინათლე”, რომლის მეშვეობითაც საქართველოში ვაგროვებთ თანხას გენერატორების შესაძენად, უკრაინაში გასაგზავნად. ერთი გენერატორის ფასი 3500 ლარია. საჭიროა საკმაოდ დიდი რაოდენობა და მინდა ჩემი პატარა წვლილიც შევიტანო. ვფიქრობ, ზედმეტი სიტყვები აქ საჭირო არ არის. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ,დავეხმაროთ!!! შემოსული თანხა კი სრულიად გადაირიცხება ამ ფონდში. აგრეთვე, შეგიძლიათ შეიძინოთ მურანოს ფერადი მინის ნაკეთობები”, – წერს თამილა დევდარიანი.
თამილა ამბობს, რომ ნამუშევრების მსურველებს შეძენად 12 დეკემბრადე შეეძლებათ.