ახალი ამბები

ძველი ხიდიდან “ახალბაღის” ტერიტორიამდე საყრდენი კედლების მოწყობა დაიწყო

მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან “ახალბაღის”, რკინა ბეტონის საყრდენი კედლის მოეწყობა დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის შეცვლა, დასუფთავებისა და მიწის მოჭრის სამუშაოები.სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება 214 მეტრიანი ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა”,- ნათქვამია ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 651 650 ლარია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.