ახალი ამბები

ქარელის მერია მოქალაქეებს საფეხბურთო კლუბის ლოგოს შექმნაში მონაწილეობას სთავაზობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია საფეხბურთო კლუბის ლოგოს შექმნის პროცესში მოქალაქეების იდეებს განიხილავს.

„მოგეხსენებათ, აქტიურად მიმდინარეობს საფეხბურთო გუნდის – ,,ქარელის იბერია“ ჩამოყალიბების პროცესი. გუნდისთვის საჭიროა შესაბამისი ლოგოს შექმნა, რომელიც შემდგომ დაიტანება მაისურზე”, – წერს ქარელის მერიის ოფიციალური გვერდი.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეების იდეების განხილვა მომდევნო ათი დღის განმავლობაში მოხდება

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი, მოსახლეობის ჩართულობა. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ლოგოს შექმნის პროცესში. ვისაც გაქვთ იდეა, გთხოვთ მომდევნო 10 დღის ვადაში მოგვაწოდოთ თქვენს მიერ შექმნილი ლოგო (ლოგო უნდა შეიცავდეს ქარელის მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს) შემდეგ მისამართზე – qarelisgamgeoba@gmail.com“.

დატოვეთ კომენტარი