გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გათბობა ჩაირთო, – ინფორმაცია ამის შესახებ “მოზაიკას” სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში დაუდასტურეს.
სააგენტოში ამბობენ, რომ გათბობის სისტემის ჩართვა ბაღებში ეტაპობრივად ხდება.
“ამ დროისთვის დარჩენილია სამი საბავშვო ბაღი, მე-10, მე-4 და მე-13, სადაც ჯერ არ ჩართულა გათბობა. უახლოეს დღეებში ჩაირთვება”, – გვითხრეს სააგენტოში.
ინფორმაციისთვის, გორის საბავშვო ბაღების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა, რის გამოც აღსაზრდელების მშობლები პროტესტს გამოთქვამდნენ.
დატოვეთ კომენტარი