ახალი ამბები

კასპში ქალებისადმი მიძღვნილი კინოფესტივალი გაიმართება

2 დეკემბერს კასპის ტექნო პარკში ქალებისადმი მიძღვნილი კინოფესტივალი გაიხსნება. ანონსის მიხედვით, ფესტივალი ორი დღე გაგრძელდება.

2 დეკემბერი, კასპის ტექნოპარკი:

  • 14:00 საათი – კინოფესტივალის გახსნა
  • 14:30 საათი – ქეთი მაჭავარიანის დოკუმენტური ფილმი „მზიური“
  • 17:00 საათი – ლანა ღოღობერიძის ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”

3 დეკემბერი, ქვემო ჭალის კულტური სახლი:

  • 14:00 საათი – ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმი „დღე და ღამე“
  • 16:30  საათი – ნანა ექვთიმიშვილის ფილმი „გრძელი ნათელი დღეები

ფესტივალის ორგანიზატორია “კონა”, რომელის ღონისძიებას ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. მსურველთათვის ფესტივალზე დასწრება უფასოა.

დატოვეთ კომენტარი