საქართველოს ეროვნულ ინტელექტ ჩემპიონატის “ეტალონის” გამარჯვებული ზაზა აბისონაშვილი გახდა. იგი გორის მე-12 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა.
“გამარჯვებული მოსწავლე შემდგომში გორს წარმოადგენს ფინალურ შეჯიბრზე, სადაც წარმოდგენილები იქნებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამარჯვებული მოსწავლეები”, – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატი ეტალონი ყოველწლიურად იმართება განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებაა.
დატოვეთ კომენტარი