2022 წლის 21 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ნ.ყ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა საპატრულო პოლიციელის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობას და მართვის უფლების აღდგენას, – ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელბს.
“მიუხედავად იმისა, რომ მან განუცხადა პოლიციელებს, რომ არ იყო მთვრალი და წარადგინა კიდეც შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უწყებაში, მას გამოუწერეს საჯარიმო ქვითარი და შეუჩერეს მართვის უფლება 6 თვის ვადით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო საპატრულო პოლიციის მიერ უკანონოდ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი და ნ.ყ.-ს აღუდგა მართვის უფლება.
დატოვეთ კომენტარი