სტატიები

10 მიმდინარე პროექტი, რომლის დასრულებას გორის მერია 2023 წელს გეგმავს

გორის მერიამ გარდამავალი პროექტებისთვის 2023 წლის ბიუჯეტში 9 მილიონზე მეტი გაითვალისწინა, ეს თანხა უწყებას მუნიციპალიტეტის შემოსავლებიდან აქვს განსაზღვრული.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი, 2023 წელს დასრულდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმართული 9 826, 4 ათასი ლარი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის გზების მოვლა – შენახვას 900 ათასი ლარის ოდენობით, გზების მშენებლობა რეაბილიტაციას 7 942, 4 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავ შემდეგ სამუშაოებს:

  • გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ახალი ბაზრის მიმდებარე გზის რეაბილიტაციის დასრულებას, რომლისთვისაც 167, 8 ათასი ლარია განსაზღვრული;
  • აღმაშენებლის გამზირისა და სანიაღვრე არხის მოწყობა-რეაბილიტაციის დასრულებას 1 580, 0 ათასი ლარის ოდენობით;
  • სოფელ წედისში, ბნავისში, ოლოზსა და ღვარებში გზის (პირველი მონაკვეთი) რეაბილიტაციის დასრულებას 712, 8 ათასი ლარის ოდენობით;
  • სოფელ შერთულში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის დასრულებას 253,1 ათასი ლარის ოდენობით;
  • სოფელ შინდისში მემორიალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასრულება 1527,6 ათასი ლარის ოდენობით;
  • გორში მდინარე მტკვრის კალაპოტში, ძველი ხიდიდან „ახალბაღის“ პარკის ტერიტორიამდე რკ/ბეტონის საყრდენი კედლის და მის გასწვრივ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულება 2 728,5 ათ. ლარის ოდენობით;
  • გორში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება 174,1 ათ. ლარის ოდენობით;
  • გორში, ანტონოვის და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება 300,0 ათ. ლარის ოდენობით;
  • გორში, ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება 414,3 ათ. ლარის ოდენობით;
  • სოფელ აძვი-ჯარიაშენის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის დასრულება – 66,2 ათ. ლარის ოდენობით.

ძველი ხიდიდან “ახალბაღამდე” საყრდენი კედლების მოწყობა 2023 წელს დასრულდება

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.