ქალაქში „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ ახალი სტენსილი გამოჩნდა, რომელიც მოხალისეთა მიერ შექმნილი აბსტრაციებია.
„სტენსილი ჯერ დასრულებული არ არის, საბოლოო სახეს რამდენიმე დღეში მიიღებს. ვფიქრობ, რომ ნამუშევრები მიწისქვეშა გადასასვლელს ნათელ ფერებს მისცემს და გაალამაზებს. სტენსილები არის აბსტრაქტული და მასზე რეალური პერსონაჟები არ არიან გამოსახულები“, – გვითხრა ოთო გვრიტიშვილმა.
სტენსილები გორელ ფოტოგრაფთა კლუბის პროექტის “არტ-ჰაუსი 2022” ფარგლებში იქმნება, რომლის თანადამფინანსებელი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა.
დატოვეთ კომენტარი