ახალი ამბები

წედისში ამბობენ, რომ სასმელი წყლით ბავშვი მოიწამლა 

“ისეთი წყალია, შეუძლებელია დალევა”, – ამბობენ წედისში. 

მოსახლეობამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, აქციაც გამართა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სასმელი წყალი განაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის არის. 

“ჯერ სუნიც საშინელი აქვს. თუ დაალევინე ბავშვს, მოწამლულია ის ბავშვი. მეზობლის ბავშვს დაალევინეს და 10 დღე საავადმყოფოში იყო”, – გვითხრა ნანა ბედოშვილმა. 

ინფორმაციისთვის, სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გასულ წელს დასრულდა, თუმცა ადგილობრივები შედეგით უკმაყოფილოები არიან. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.