ახალი ამბები

გორში სიცილის ფესტივალი გაიმართება

14 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიცილის ფესტივალი(მან-სან-კანი) გაიმართება,.

“დღეს, 16:00 საათზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სიცილის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ : აბაშის გუნდი „სულგუგუნი“, ქუთაისის გუნდი „იშვიათი იმერლები“, ხარაგაულის გუნდი „ჭირიმე“, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „სმაილი“ და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „კეხურა“, მობრძანდით და ერთად გავერთოთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „კეხურა“ სიცილის ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

დატოვეთ კომენტარი