გორის მესამე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის თქმით, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის თანამშრომლები სვამდნენ.
თეა კეჩხუაშვილი იმ ფოტოებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ სკოლის თანამშრომლები მაგიდის გარშემო სხედან.
“სკოლაში საბუთების მისატანად მივედი და შევნიშნე, რომ დარაჯი და სპორტის ორი პედაგოგი ქეიფობდნენ. დავინახე, რომ ალკოჰოლს სვამდნენ. გადაღება დავიწყე და ერთ-ერთი მათგანი ფიზიკურადაც შემეხო. პატრული გამოვიძახე, მაგრამ ალკოტესტი არ ჩაუტარეს”, – ამბობს კეჩხუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თეა კეჩხუაშვილი სკოლიდან ახლახანს გაათავისუფლეს.
დატოვეთ კომენტარი