სტატიები

საკადრო ცვლილებები ქარელის მერიაში – ვინ, სად გადაიყვანეს და რა ვაკანსიებია უწყებაში

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში და მის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპ-ებში საკადრო ცვლილებებია. ვინ, სად და როგორ დაინიშნა? რა ვაკანტური პოზიციები გაჩნდა განხორციელებული ცვლილებების შედეგად? – ამ საკითხების გარკვევა “მოზაიკამ” ქარელის მერიაში სცადა.


რა საკადრო ცვლილებები განხორციელდა?

ქარელის მერიის სამი სამსახურის ხელმძღვანელი პირები შეიცვალნენ:

ქარელის მერიის მიერ დაფუძნებულ ერთ ა(ა)იპ-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს:

ვაკანტური პოზიციები ქარელის მერიაში

ამ ეტაპზე, ქარელის მერია კონკურსის წესით 11 თანამშრომლის აყვანას გეგმავს. უწყებამ მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დაასრულა. აპლიკაციების საფუძველზე, მერიამ ერთი სამსახურის უფროსი და 10 უფროსი სპეციალისტი უნდა შეარჩიოს.

როგორც “მოზაიკას” უთხრეს, სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსიც კონკურსის წესით შეირჩა.

“მე ვიყავი სპეციალისტად გაფორმებული და უფროსის მოვალეობას ვასრულებდი, კონკურსის წესით მოხდა ჩემი უფროსად შერჩევა და ახლა იმ სპეციალისტის ადგილზეა ვაკანსია”, – გვითხრა სამსახურის უფროსმა, გიორგი ხაბელაშვილმა.

სპეციალისტების ვაკანსია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურშიც.

“2 ადგილზეა ვაკანსია, ერთი თანამშრომელი ორი წლის წინ წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ, მეორე პიროვნებაც თავისი სურვილით წავიდა და იმ ადგილებზეა ვაკანსიები”, – გვითხრა გიორგი ტიტვინიძემ. 

ვაკანსიები აქვს ქარელის კულტურისა და სპორტის სამსახურსაც, თუმცა სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

“მე არაფერი ვიცი. ვაკანსიები თუ არის გამოცხადებული, ესე იგი, ვამატებთ თანამშრომლებს. კადრების შერჩევა მე არ მეხება”, – განაცხადა ვახტანგ თურქაძემ. 

ვაკანსიებია ქარელის მერიის ეკონომიკური სამსახურშიც, თუმცა აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსი ჯოჯიშვილმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

ქარელის მერიაში ოფიციალურ კომენტარს განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიზეზებზე არ აკეთებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.