ხაშურში, საგზაო მოძრაობაში დაგეგმილი ცვლილებები ძალაში დღეიდან შევიდა.
ამასთან დაკავშირებით, ხაშურის მერია განცხადებას ავრცელებს:
“გაცნობებთ, რომ ყველა სახის (როგორც შიდასაქალაქო, ისე სურამში მიმავალი თუ სასოფლო) საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ბაზრამდე მოსახვედრად ნაცვლად რუსთაველის ქუჩისა გამოიყენებს აღმაშენებლის ქუჩას. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტში მოსალოდნელი არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება მოქალაქეებს ცვლილებების კარგად გაცნობისკენ მოუწოდებს.
დატოვეთ კომენტარი