ახალი ამბები

შიდა ქართლში ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია 2 746 ჰექტარზე მოხდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია 2 746 ჰექტარზე მოხდება.

ბრძანების მიხედვით, ინვენტარიზაციისთვის გამოყოფილ სამ წლიან ვადაში, შიდა ქართლის ტერიტორია უკანასკნელ, 2024 წელს აღიწერება.

გორის მუნიციპალიტეტში აღსაწერი მიწის ფართობი 1 497 ჰექტარს უტოლდება. კასპის მუნიციპალიტეტში – 430, ხოლო ქარელში 819 ჰექტარი მიწა აღიწერება.

ინვენტარიზაციის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად ეფექტური გავლენა იქონია ქარსაფარმა ზოლმა სოფლის მეურნეობაზე და გამოიკვეთა თუ არა ის დადებითი მხარეები, რომლებიც მას ახასიათებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი