ახალი ამბები

კასპის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს ორი თვეა ხელმძღვანელი არ ჰყავს

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური ორი თვეა ხელმძღვანელის გარეშეა.

უწყებაში “მოზაიკას” უთხრეს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ჯერ არავინ დანიშნულა.

“არავინ დანიშნულა ჯერ, ვაკანსია გამოცხადდება თუ არა, არც ეგაა ცნობილი”, – გვითხრეს მერიაში.

უწყების ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, შიდა აუდიტის სამსახურს ახლა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ინა ბეინაშვილი წარმოადგეს, “მოზაიკა” მასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

კასპის მერიას ამ დრომდე შიდა აუდიტის ხელმძღვანელის პოზიციაზე არც ვაკანსია გამოუცხადებია.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას გიორგი ორთანეზაშვილი იკავებდა, რომელიც ორი თვის წინ გაათავისუფლეს. ის ამ თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.