სტატიები

61 000 ლარი მომღერლებისთვის – რა ჯდება სახალხო დღესასწაულების გალა-კონცერტები

გორში, კასპში და ხაშურში ჩატარებული სახალხო დღესასწაულების მთავარი ღონისძიება გალა-კონცერტი იყო.  იგივე მეორედება ქარელის შემთხვევაშიც, სადაც “ქარელობა 2022” 5 ნოემბერსაა დაგეგმილი. 

გალა-კონცერტები და საბიუჯეტო თანხები

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კონცერტისთვის ხელშეკრულება 2 შემსრულებელს “თამადა” და “რეგიონი” გაუფორმა, რომლებსაც საერთო ჯამში 22 000 ლარი გადაუხადა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება ი/მ ანა ტაბატაძეს გაუფორმა, რომელსაც “ხაშურ – ქალაქობის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება დაევალა. ხელშეკრულების ფარგლებში მომღერლებისა და ანიმატორების ჰონორარი საერთო ჯამში 10 500 ლარით განისაზღვრა.

კასპის მუნიციპალიტეტი მერიამ ქალაქის დღესასწაულზე კონცერტის ჩასატარებლად “ღამის შოუს ბენდი” შეარჩია, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გადაუხადა.

ქარელის მუნიციპალიტეტიც თანამშრომლობას “ღამის შოუს ბენდთან” გეგმავს, რომელმაც კონცერტის გამართვისთვის 17 000 ლარი მოითხოვა. ამ ხარჯის გარდა, გალა-კონცერტისთვის ქარელის მერია 6 000 ლარს სცენის და აპარატურის მოწყობისთვის დახარჯავს. 

მთლიანობაში, გამოდის, რომ გალა-კონცერტებზე მხოლოდ მომღერლების ჰონორარებისთვის რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტის ხარჯი 61 000 ლარზე მეტია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.