“დეზინფექცია ჩატარდა და აღდგა სასწავლო პროცესი”, – უთხრა “მოზაიკას” ხიდისთავის საბავშვო ბაღის დირექტორმა.
მარინა დაღელაშვილის თქმით, შენობაში გველის შეპარვის გამო, ბაღს მუშაობა შეჩერებული მხოლოდ 3 დღის განმავლობაში ჰქონდა.
“12-ში მოხდა ეს შემთხვევა და 3 დღეში აღდგა სასწავლო პროცესი”, – ამბობს დაღელაშვილი.
განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა მშობლების ნაწილმა. ისინი ამბობენ, რომ ბავშვები საბავშვო ბაღში ამ დრომდე არ დაჰყავთ.
ამავე თემაზე: ხიდისთავის საბავშვო ბაღში გველი შეიპარა – ბაღი დაკეტეს
დატოვეთ კომენტარი