ახალი ამბები

სასირეთის საჯარო სკოლის პედაგოგი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის პედაგოგი დალი ჯანეზაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

მას კიბეზე ფეხი დაუცდა, გადავარდა და გარდაიცვალა.

“როგორც ჩემთვისაა ცნობილი, შემთხვევას ადგილი ჰქონდა პედაგოგის სახლში. მეტი დეტალი ჩემთვის არაა ცნობილი”,-ნათია ილურიძე”, – გვითხრა კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნათია ილურიძემ.

დალი ჯანეზაშვილი სასირეთის საჯარო სკოლაში მე-8 კლასის დამრიგებელი იყო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი