ახალი ამბები

“ემეგობრე პოლიციას” – გორის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, გორის სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. 

კამპანიის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლებმა გორის 4  სკოლაში: ნიკო კეცხოველის სახელობის N1, N2, ასევე, N3 და ვაჟა-ფშაველას სახელობის N9 საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს. 

“საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებზე მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლები წარუდგინეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, სკოლებში შეხვედრების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის – ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რეგიონებში გრძელდება საზოგადოებრივი ღონისძიებებიც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.