პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” გორელებისგან შემოწირულობებს იღებს.
ერთ-ერთი ბოლო გადარიცხვა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურმა მიმდინარე თვეში ასახა.
ანტიდასავლური და პრორუსული პარტიის ერთ-ერთი გორელი დამფინანსებელი ალექსანდრე ბრეგვაძეა. გორში ოფისის გახსნიდან დღემდე ბრეგვაძემ 5 სხვადასხვა გადარიცხვა განახორციელა. ჯამში, პარტიას მან 4 000 ლარამდე გადაურიცხა.
გარდა ამისა, შემომწირველებს შორის კიდევ ერთი გორელი – მაია სააკაშვილიცაა. მან პარტიას 600 ლარი მიმდინარე წლის 18 აპრილს გადაურიცხა.
შეგახსენებთ, რომ გორში, ჭავჭავაძის გამზირზე N51-ში პრორუსული და ანტილიბერალური პარტიის “კონსერვატიული მოძრაობა” ოფისი მიმდინარე წლის თებერვლის თვეში გაიხსნა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პარტიის ლიდერები ამჟამად, რუსეთის ფედერაციაში იმყოფებიან და როგორც თავად ამბობენ, კრემლთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.