ახალი ამბები

ხაშურის სამუსიკო სკოლის ეზოში, აგვისტოში დარგული მარადმწვანე მცენარეები გახმა

ხაშურის სამუსიკო სკოლის ეზოში, აგვისტოში დარგული მარადმწვანე მცენარეები გახმა. 

“ამ მცენარეების დარგვა მოხდა შუა ზაფხულში, აგვისტოს თვე იქნებოდა. ამ დროს მცენარეების დარგვა არ შეიძლება. მოგეხსენებათ, რომ საშინელი სიცხეები იყო, რამაც ხეები გაახმო”, – გგვიყვებიან სამუსიკო სკოლაში. 

სკოლის ეზოში მცენარეები რეაბილიტაციის პარალელურად დარგეს. წყლისა და გამწვანების კომპანიის უფროსის თქმით, ტერიტორიის გამწვანება “რეგიონების განახლების” პროგრამის ფარგლებში მოხდა.

“ეს ნერგები მათ მოიტანეს და მათ ჩარგეს. ჩვენ ვრწყავდით, კიდეც შევწამლეთ, მაგრამ მაინც გახმა. ვფიქრობ, რომ ნერგები არასწორად იყო დარგული. მას უფრო დიდ სიღრმეზე სჭირდებოდა მიწას მოთხრა, რომ ფესვები მყარად ჰქონოდა. ასე, რომ ჩვენი და ხაშურის მერიის პასუხისმგებლობა ნერგების გახმობაზე, არ იკვეთება”, – გვითხრა შოთა კოპაძემ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი